შიდა ქართლის მდინარეები

გუდისიდონი:გუდისიდონი, მდინარე, ჯავის რაიონში, დიდი ლიახვის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს გერმუხის ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 2860 მ. სიგრძე 24 კმ, აუზის ფართობი 91 კმ2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხუსლზე, წყალმცირობა - ზაფხულსა და ზამთარში. საშული წლიური ხარჯი 2,66 მ3/წმ.ერმანისწყალი:ერმანისწყალი, მდინარე ჯავის რაიონში, დიდი ლიახვის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 16 კმ, აუზის ფართობი 75 კმ2. იწყება ხარულისა და ერმანის ქედების შესაყართან, ერთვის დიდ ლიახვს სოფ. ზღუბირთან. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის მაის-ივნისში, წყალმცირობა - ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 3,16 მ3/წმ.თეძამი:თეძამი, მდინარე კასპის რაიონში, სათავე აქვს 2080 მ სიმაღლეზე, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ერთვის მტკვარს მარჯვნიდან, სოფ. მეტეხის მახლობლად. სიგრძე 51 კმ, აუზის ფართობი 394 კმ2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარსა და ზაფხულ-შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 2,32 მ3/წმ. ზამთრობით ჩნდება ყინულნაპირისი, თოში. გაძგიფვა დეკემბრიდან მარტამდე. წყალი სუფთა და გამჭვირვალეა. გამოსადეგია სასმელად. იყენებენ სარწყავად.კავთურა:კავთურა, მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში. სათავე აქვს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე 1910 მ სიმაღლეზე, ერთვის მდინარე მტკვარს მარჯვნიდან სოფ. ქვემო ხანდაკთან. სიგრძე 26 კმ, აუზის ფართობი 129 კმ2. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე. მდგრადი წყალმცირობა — ზამთარში. საშუალო მრავალწლიური ხარჯი შესართავთან 0,96 მ3/წმ. იყენებენ სარწყავად (935 ჰა) და წისქვილებისათვის.ლეხურა:ლეხურა, რეხულა, მდინარე ახალგორისა და კასპის რაიონებში. მტკვრის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს ხარულის ქედის სამხრეთ ნაწილში, 2025 მ სიმაღლეზე. სიგრძე 43 კმ, აუზის ფართობი 285 კმ2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები იშვიათია. საშუალო წლიური ხარჯი 2,99 მ3/წმ. ლეხურიდან გაყვანილია 5 არხი, რომლებიც რწყავს 5700 ჰა მიწას.ლიახვი:ლიახვი, დიდი ლიახვი, მდინარე კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე. სათავე აქვს ყელის ვულკანურ მთიანეთში. წარმოიქმნება მდინარეების ყადლასანისწყლისა და დესკოხირდონის შეერთებით ზღვის დონიდან 2338 მ-ზე. ერთვის მდინარე მტკვარს მარცხნიდან ქ. გორთან. სიგრძე მდინარე ყადლასანისწყლის სათავიდან 115 კმ, აუზის ფართობი 2440 კმ2. მთავარი შენაკადებია ერმანისწყალი, ჯომალისწყალი, გუდისიდონი, პატარა ლიახვი და მეჯუდა.

ლიახვის სათავეებში არის 12 მცირე მყინვარი, რომელთა ფართობი 5,5 კმ2-ია. საზრდოობს თოვლის, წვიმის, მიწისქვეშა და მყინვარული წყლით. წყალდიდობა იცის მარტის ბოლოდან აგვისტოს დასაწყისამდე. წყალმცირობა — ზაფხულ-შემოდგომაზე, რომელსაც წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები არღვევს. მდგარი წყალმცირობაა დეკემბრიდან თებერვლის ბოლომდე. გაზაფხულსა და ზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის 76%, შემოდგომაზე — 16%, ზამთარზე — 8%, საშუალო წლიური ხარჯი ჯავასთან 20,3 მ3/წმ, მდინარე პატარა ლიახვის შეერთების შემდეგ 47,3 მ3/წმ. ლიახვზე ზამთარში პერიოდულად შეინიშნება ყინულნაპირისი, თოში და ძგიფი. იყენებენ სარწყავად. ლიახვიდან გაყვანილია კეხვის, ტირიფონისა და სალთვისის არხები. რწყავს 62 ათას ჰა მიწას. დიდ ლიახვზე მდებარეობს ასევე ქალაქი ცხინვალი.ლოპანისწყალი:ლოპანისწყალი, მდინარე ქარელის მუნიციპალიტეტში, დასავლეთის ფრონის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, 1340 მ სიმაღლეზე, სიგრძე 30 კმ, აუზის ფართობი 87 კმ2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში, წყალმოვარდნები — შემოდგომაზე, საშუალო წლიური ხარჯი 0,74 მ3/წმ, იყენებენ სარწყავად.მეჯუდა:მეჯუდა, მდინარე ახალგორისა და გორის რაიონებში, სათავე აქვს ხარულის ქედის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1940 მ. ერთვის ლიახვს მარცხნიდან ქ. გორთან. სიგრძე 46 კმ, აუზის ფართობი 651 კმ2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, დანარჩენ დროს — არამდგრალი წყალმცირობა. საშუალო წლიური ხარჯი 6,5 მ3/წმ. ქვემო დინებაში იყენებენ სარწყავად, რწყავს 1400 ჰა მიწას.ნარეკვავი:ნარეკვავი, მდინარე შიდა ქართლში. სათავე აქვს ალევის ქედის სამხრეთ ბოლოზე, ზღვის დონიდან 1360 მ-ზე, ერთვის მდინარე არაგვს მარჯვნიდან. სიგრძე 47 კმ, აუზის ფართობი 277 კმ2. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — წლის დანარჩენ დროს, წყალამოვარდნა — შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 1,86 მ3/წმ. იყენებენ სარწყავად.პატარა ლიახვი:პატარა ლიახვი - მდინარე ოსეთის კავკასიონის სამხრეთ კალთასა და შიდა ქართლის ვაკეზე. სიგრძე 65 კილომეტრი, აუზის ფართობი 513 კმ2. სათავე აქვს გუდისის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2920 მეტრზე. ერთვის დიდ ლიახვს მარცხნიდან სოფელ შერთულთან. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში, წყალმოვარდნა - ივლისიდან დეკემბრამდე. გაზაფხულზე მოდის წყლის ჩამონადენის 45 %, ზაფხულზე - 33 %, შემოდგომაზე - 12 %, ზამთარზე - 10 %. საშუალი წლიური ხარჯი შესართავთან 12,3 მ3/წმ. ზამთარში დროდადრო ჩნდება ყინულნაპირისი და ძგიფი. იყენებენ სარწყავად.სურამულა:სურამულა, მდინარე ხაშურის რაიონში, მტკვრის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. სიგრძე 42 კილომერტია. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე.ტილიანა:ტილიანა - მდინარე ხაშურის მუნიციპალიტეტში. მდინარე სურამულას მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. სიგრძე 13 კილომეტრი. მდინარე მიეკუთვნება კასპიის ზღვის აუზს. საზრდოობს მიწისქვეშა წყლებით და ბუნებრივი ნალექებით.ქვედრულა:ქვედრულა, მდინარე სამხრეთ ოსეთსა და რაჭაში. სათავე აქვს ოსეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 3075 მ-ზე. სოფელ ქვედრულასთან ერთვის მდინარე ჯეჯორას მარჯვნიდან. სიგრძე 19,6 კმ, აუზის ფართობი 48,7 კმ2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზე და ზაფხულის პირველ ნახევარშია, წყალმცირობა - ზამთარში, ზაფხულსა და შემოდგომაზე - წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი 1,45 მ3/წმ.ძამა:ძამა — მდინარე ქარელისა და ხაშურის რაიონებში, სათავე აქვს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, 2140 მეტრ სიმაღლეზე, ერთვის მტკვარს მარჯვნიდან ქარელთან. სიგრძე 42 კმ. აუზის ფართობი 342 კვ. კმ. მთავარი შენაკადებია: ტყემლოვანისწყალი, სათიბე და ღვანანა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში. ახასიათებს წყალმოვარდნები ზაფხულ-შემოდგომაზე. იყენებენ სარწყავად.ჯეჯორა:ჯეჯორა, მდინარე ონის რაიონში, რიონის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს ოსეთის კავკასიონის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, 2975 მ სიმაღლეზე, სიგრძე 45 კმ, აუზის ფართობი 438 კმ2. საზრდოობს თოვლის, მყინვარული, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულ-ზაფხულზე. მდგრადი წყალმცირობა - ზამთარში. წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნა განსაკუთრებით დიდია შემოდგომაზე. წყალდიდობის დროს ჩამოედინება წლიური ჩამოდენის 65%, შემოდგომაზე - 21%, ზამტარში - 17%. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 12,2 მ3/წმ.ჭერათხევი:ჭერათხევი — მდინარე ხაშურის მუნიციპალიტეტში. მდინარე სურამულას მარცხენა შენაკადი. სათავეს იღებს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე ზღვის დონიდან 1078 მეტრზე. სიგრძე 27 კმ. აუზის ფართობი 128 კმ². წყალდიდობა გაზაფხულზეა. წყალმცირობა წლის დანარჩენ პერიოდში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 2,23 მ³/წმ.ჭელიათისწყალი:ჭელიათისწყალი, მდინარე საქართველოში, ჯავის რაიონის ტერიტორიაზე (ყოფ. სამხრეთ ოსეთის აო), ყადლასანისწყლის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 7,4 კმ, აუზის ფართობი 19,3 კმ². სათავე აქვს ოსეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე 3375 მ სიმაღლეზე. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზა და ზაფხულში, წყალმცირობა — ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 0,75 მ³/წმ.ჭარებულა:ჭარებულა, მდინარე შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტისა და „ცხინვალის რეგიონის“ ტერიტორიაზე, მდ. აძურის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ხარულის ქედის სამხრეთ კალთაზე 1505 მ სიმაღლეზე. სიგრძე 33 კმ, აუზის ფართობი 127 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. დამახასიათებელია გაზაფხულის წყალდიდობა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 1,17 მ³/წმ.