შიდა ქართლის მთები

ბილურთა:ბილურთა, მთა ჯავის რაიონში, ლიხის ქედზე. სიმაღლე 2171 მ. აგებულია შუაირული პორფირიტებით. სამხრეთი და აღმოსავლეთი კალთები ციცაბოა, დასავლეთი - დამრეცი. ქვედა კალთები შემოსილია წიფლნარით, მწვერვალზე - სუბალპური მდელოებია.გორმაღალი (ჯავის რაიონი):გორმაღალი, მთა მდინარეების ვეზურის (ჯეჯორის შენაკადი) და კოზიდონის (ღარულის შენაკადი) წყალგამყოფ ქედზე, ჯავის რაიონში. სიმაღლე 3187 მ. აგებულია ქვედაცარცული კირქვებით, მერგელებითა და ქვიშაქვებით. აქვს კლდოვანი და ციცაბო კალთები, რომლებზეც განვითარებულია რელიეფის მყინვარული ფორმები. მცენარეულ საფარს თითქმის მთლიანად მოკლებულია.ველიანთა:ველიანთა, მთა მდინარეების ჯეჯორისა (რიონის მარცხენა შენაკადი) და ქვედრულის (ჯეჯორის მარჯვენა შენაკადი) წყალგამყოფ ქედზე. სიმაღლე 2223 მ. აგებულია პალეოგენური თიხებით, ქვიშაქვებითა და ბრექჩიებით. სამხრეთი კალთა ციცაბოა, დანარჩენი - დამრეცი. შემოსილია სუბალპური და ნაწილობრივ ალპური მდელოებით.კლდებოძალი:კლდებოძალი, უკივლეთა, კლდოვანი მთა კავკასიონის სამხრეთ ტოტზე — მდინარეების ჯეჯორისა და ქვედრულის წყალგამყოფზე. სიმაღლე 2212 მ. აგებულია ცარცული კირქვებით. შემოსილია სუბალპური მდელოებით. კლდებოძალის ჩრდილოეთ კალთიდან ჩამოსულმა კლდეზვავმა 1896 წელს შეაგუბა მდინარე ქვედრულა და შეიქმნა ქვედის ტბა.