ბუნებრივი პირობები და რესურსები

შიდა ქართლის ვაკის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს 90კმ სიგრძისა და 2-7 კილომეტრის სიგანის მდ.მტკვრის ხეობა. ხეობას ჩრდილოეთიდან მიუყვება მცირე ქედებისა და სერების ზოლი.მათ ასიმეტრიული ფორმა აქვთ-ტუ სამხრეთი ფერდობი ციცაბოა,ჩრდილო ფერდობრბი,პირიქით,დამრეცია.ისინი მესამეული ნაფენებით:ქვიშაქვებით,ტიხნარებითა და კონგლომერატებითაა აგებული.მათი სიმაღლე 1100 მეტრს აღწევს.
აღნიშნული ქედების ჩრდილო დამცერი ფერდობები თანდათანობით გადადის ტირიპონ-მუხრანის ვაკეში.იგი ცხინვალს და გორ შორის მდებარეობს და ოდნავ დახრილია სამხრეთისკენ.აღმოსავლეთ ნაწილში ვაკე ვიწროვდება და გადადის საამილახვროს და მუხრან-საგურამოს ვაკეებში.
შიდა ქართლის ჩრდილოეთი მთიანი ნაწილი წარმოდგენილია კავკასიონის მთავარ ქედით.აქ კავკასიონი შედარებით ნაკლები სიმაღლით ხასიათდება,რის გამოც მასზე რამდენიმე ადვილად გადასავლელი უღელტეხილია.როკის უღელტეხილის(2995მ)Qვეშ გაყვანილია როკის საავტომობილო გვირაბი.შიდა ქართლის ფარგლებში არსებული კავკასიონის სამხრეთ კალთEბი ძირითადათ მდ. ლიახვის აუზშია მოქცეული.
თრიალეთის ქედის ჩრდილო ფერდობები დანაწევრებულია მდინარეების-ძამის,ტანასა და თეძამის ხეობებით.
შიდა ქართლი ვაკეებზე ზომიერად თბილია და ტენიანი(ზოგან მშრალი)ჰავაა გაბატონებული.აქ იანვრის საშუალო ტემპერატურა ყველგან 0-ზე დაბალია,ივლისის +22+24,ნალექი-500-600მმ.რეგიონში ნალექების მინიმუმი სკრა-აგარის მონაკვეთზე ღინიშნება.სიმაღლის მატებასთAერთად კლიმატი იცვლება.ტემპერატურა თანდათან ეცემა,ხოლო ნალექი ზღ.დ.1600-1800 მეტრამდე ჯერ მატულობს (ორმაგდება),ხოლო შემდეგ კლებულობს.
შიდა ქართლი ლადშაფტური მრავალფეროვნებიტ ხასიათდება.ვაკეებზე წარმოდგენილია ივერიის ზომიერად მშრალი სტეპური ლანდშაფტი.იგი ამჟამად თითქმის მთლიანად სახეშეცვლილია სამეურნეო საქმიანობის შედეგად. ზღ.დ.800 მეტრიდან იწყება ქვედა მთის ტყის ლანდშაფტის გავრცელების არეალი.ამ ლადშაფტში დომინანტებს მუხნარი ზღ.დ.1200 მეტრიდან ვხვდებით საშუალო მთის ტყის ლანდშაფტს.აქ ძირითადათ წიფელაა გავრცელებული,თუმცა თრიალეთის ქედისა და რეგიონის დასავლეთ,შედარებით ნოტიო რაიონებში წფლნარ-მუქწიწვოვან ტყეც გვხდება.ისევე როგორც ყველგან,ზღ.დ.2000-2200 მეტრიდან ვრცელდება მაღალი M მთის მდელოს ლანდშაფტი ალპური და სუბალპური მცენარეულობით.გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტი რეგიონში პრაქტკულად არ გვხვდება.
შიდა ქართლი ღარიბია სასარგებლო წიაღისეულით.აქ ძირიღადათ სამშენებლო დანიშნულების ბუნებრივი რესურსებია გავრცელებული-მერგელების,კირქვებისა და კერამიკული თიხის სახით.