კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები

კულტურული ღირშესანიშნაობებიდან გამოიყოფა:
(თეატრი, მუზეუმი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და სხვა)

- ი. ბ. სტალინის სახლ-მუზეუმი;
- უფლისციხის უნიკალური ქალაქ-მუზეუმი;
- გორის ციხე;
- გ.ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი;
- ატენის სიონი (VII s);
- ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი უნიკალური ფრესკებით (XII_XIII ss);
- სამთავისის ტაძარიs (XI ს);
- ი.გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი (ვარიანი);
- ორბელიანთ სასახლე-მუზეუმი (ლამისყანა);
- წრომის ტაძარი;
- ბულბულის ციხე;
- რუისის ღვთისშობლის ხუროთმოძღვრეული კომპლექსი;
- სამწევრისის ციხე-დარბაზის კომპლექსი; და სხვა მრავალი
ტრანსპორტი

განათლება და კულტურა

მხარეში ფუნქციონირებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები:
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- შიდა ქართლის საერო უნივერსიტეტი
- გორის მრავალპროფილიანი მცირე აკადემია
- ეკონომიკაში დასაქმებულთა შორის უმაღლესი განათლება აქვს 14 ათას კაცს, პროფესიული 17ათას კაცს , ხოლო სრული ზოგადი განათლება 32 ათას კაცს.

ბუნებრივი პირობები და რესურსები

შიდა ქართლის ვაკის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს 90კმ სიგრძისა და 2-7 კილომეტრის სიგანის მდ.მტკვრის ხეობა. ხეობას ჩრდილოეთიდან მიუყვება მცირე ქედებისა და სერების ზოლი.მათ ასიმეტრიული ფორმა აქვთ-ტუ სამხრეთი ფერდობი ციცაბოა,ჩრდილო ფერდობრბი,პირიქით,დამრეცია.ისინი მესამეული ნაფენებით:ქვიშაქვებით,ტიხნარებითა და კონგლომერატებითაა აგებული.მათი სიმაღლე 1100 მეტრს აღწევს.
აღნიშნული ქედების ჩრდილო დამცერი ფერდობები თანდათანობით გადადის ტირიპონ-მუხრანის ვაკეში.იგი ცხინვალს და გორ შორის მდებარეობს და ოდნავ დახრილია სამხრეთისკენ.აღმოსავლეთ ნაწილში ვაკე ვიწროვდება და გადადის საამილახვროს და მუხრან-საგურამოს ვაკეებში.
შიდა ქართლის ჩრდილოეთი მთიანი ნაწილი წარმოდგენილია კავკასიონის მთავარ ქედით.აქ კავკასიონი შედარებით ნაკლები სიმაღლით ხასიათდება,რის გამოც მასზე რამდენიმე ადვილად გადასავლელი უღელტეხილია.როკის უღელტეხილის(2995მ)Qვეშ გაყვანილია როკის საავტომობილო გვირაბი.შიდა ქართლის ფარგლებში არსებული კავკასიონის სამხრეთ კალთEბი ძირითადათ მდ. ლიახვის აუზშია მოქცეული.
თრიალეთის ქედის ჩრდილო ფერდობები დანაწევრებულია მდინარეების-ძამის,ტანასა და თეძამის ხეობებით.
შიდა ქართლი ვაკეებზე ზომიერად თბილია და ტენიანი(ზოგან მშრალი)ჰავაა გაბატონებული.აქ იანვრის საშუალო ტემპერატურა ყველგან 0-ზე დაბალია,ივლისის +22+24,ნალექი-500-600მმ.რეგიონში ნალექების მინიმუმი სკრა-აგარის მონაკვეთზე ღინიშნება.სიმაღლის მატებასთAერთად კლიმატი იცვლება.ტემპერატურა თანდათან ეცემა,ხოლო ნალექი ზღ.დ.1600-1800 მეტრამდე ჯერ მატულობს (ორმაგდება),ხოლო შემდეგ კლებულობს.
შიდა ქართლი ლადშაფტური მრავალფეროვნებიტ ხასიათდება.ვაკეებზე წარმოდგენილია ივერიის ზომიერად მშრალი სტეპური ლანდშაფტი.იგი ამჟამად თითქმის მთლიანად სახეშეცვლილია სამეურნეო საქმიანობის შედეგად. ზღ.დ.800 მეტრიდან იწყება ქვედა მთის ტყის ლანდშაფტის გავრცელების არეალი.ამ ლადშაფტში დომინანტებს მუხნარი ზღ.დ.1200 მეტრიდან ვხვდებით საშუალო მთის ტყის ლანდშაფტს.აქ ძირითადათ წიფელაა გავრცელებული,თუმცა თრიალეთის ქედისა და რეგიონის დასავლეთ,შედარებით ნოტიო რაიონებში წფლნარ-მუქწიწვოვან ტყეც გვხდება.ისევე როგორც ყველგან,ზღ.დ.2000-2200 მეტრიდან ვრცელდება მაღალი M მთის მდელოს ლანდშაფტი ალპური და სუბალპური მცენარეულობით.გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტი რეგიონში პრაქტკულად არ გვხვდება.
შიდა ქართლი ღარიბია სასარგებლო წიაღისეულით.აქ ძირიღადათ სამშენებლო დანიშნულების ბუნებრივი რესურსებია გავრცელებული-მერგელების,კირქვებისა და კერამიკული თიხის სახით.

ფლორა და ფაუნა


შიდა ქართლში შედის ხაშურის,ქარელის,გორის,კასპის რაიონები და ყოფილი სამხრეთ ოსეთის უმეტესი ნაწილი.მხარის ფარტობიაა-4807კვ.კმ(საქართველოს ტერიტორია 8%),მოსახლეობა-314 ათასი კაცი(საქართველოს მოსახლეობის 7%)შიდა ქართლის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი გორი.
მხარის ჩრდილო საზგვარი კავკასიაონის მთავარ წყალგამყოფ ქედს მიუყვება,დასავლეთი_ ლიხის ქედს სამხრეთ-თრიალეთის ქედს,აღმოსავლეთითხარულის ქედსა და მდ. Qქსანს.შიდა ქართლი,ისე როგორც საქართველოს სხვა მხარეები,ვაკე და მთიან ნაწილებათ იყოფა.

შიდა ქართლი



შიდა ქართლი არის ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში. მისი ადრინდელი სახელია ზენა სოფელი. შიდა ქართლი ისტორიულად მოიცავდა ტერიტორიას, რომელიც შემოფარგლული იყო: აღმოსავლეთით - არაგვით, ჩრდილოეთით - კავკასიონით, დასავლეთით - ლიხის ქედით, სამხრეთით კი თრიალეთის ქედით. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო-სატრანზიტო გზები, როგორც ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ (ე. წ. არაგვის გზა), ისე აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ამან ხელი შეუწყო გზის გასწვრივ ისეთი ქალაქების ჩამოყალიბებას როგორიცაა: მცხეთა, მუხრანი, გორი, ურბნისი და სხვა.
ფართობი 6200 კვ.კმ (მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშაა 4807 კვ.კმ). შიდა ქართლის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები: 


ქალაქი ცხინვალი; 
გორის რაიონი; 
კასპის რაიონი; 
ქარელის რაიონი; 
ჯავის რაიონი; 
ხაშურის რაიონი; 
მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი გორი.

მხარეში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული.



ეკონომიკა 

შიდა ქართლი თავისი რელიეფის მიხედვით ორ ნაწილად იყოფა,მთიან და ბარის ზონად, ბარის ზონაში განვითარებულია სოფლის მეურნეობის ისეთი დარგები, როგორიცაა მეხილეობა, მევენახეობა, მაბოსტნეობა,მეცხოველეობა და ა.შ. მთიანი ზონის ძირითადი დარგები კი მეცხოველეობა და მეფუტკრეობაა.



მოსახლეობა 

ქართლელები ქართული ეთნო-ჯგუფს განეკუთვნებიან, ძითადად შიდა ქართლში, მდ. მტკვრისა და მისი შენაკადების ხეობებში ცხოვრობენ. ქვემო ქართლში, ისტორიულ თორში, საუბრობენ ქართულ დიალექტზე, რომელიც დღევანდელი ლიტერატურული ქართულის ერთ-ერთი საფუძველია. ვახუშტის აღწერით: "ქართლელები მშვიდობიანი ხასიათით წინათ ბევრად სჯობდნენ კახელებსაც და იმერლებსაც. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ქართლს შუაგული ადგილი უჭირავს საქართველოსი და აქ მცხოვრებლებზე სხვადასხვა ველურ ხალხებს გავლენა ნაკლებად ჰქონდათ.მეორე მიზეზი, ხვნა-თესვის მიდევნაა. ეს ყველაზე მშვიდობიანი და ალალი საქმეა, სადაც არავითარი ადგილი არა აქვს მოყვასის მოტყუებას, რაიც ჩვეულებად გადაჰქცევია აღებ-მიცემობის ხალხს. თუ გლეხი მუყაითად გაირჯება და ღმერთიც ამინდს მისცემს, კარგი მოსავალი მოუვა. საკუთარი მარჯვენა და ღვთის ნება, აი ერთადერთი იმედი მხვნელ-მთესველისა. ამიტომ ხვნა-თესვა ხალხს წყნარის თვისებებისას ხდის და ძლიერ კარგი გავლენა აქვს ზნეობაზე. ამის გამო ერთმანეთის მტრობა, შფოთი და შური ქართლელებში უფრო იშვიათი იყო ვიდრე სხვებში. ოღონდ კი ქართლელს წმინდა სინდისი ჰქონოდა, თავისი თავი პატიოსან კაცად ეცნო, თორემ სხვისას მაგდენს არას დაგიდევდა. ქართული ანდაზა "თუ თავი ჩემი მეგობრად მყავს,ღარიბად არ ვიხსენებიო" სწორედ ქართლელზეა ზედგამოჭრილი".

შიდა ქართლის რეგიონში, ქალაქ გორში მდებარეობს უფლისციხის ისტორიული მუზეუმ- ნაკრძალი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმი, ი. ბ. სტალინის სახლ-მუზეუმი.




ღირსშესანიშნაობები 

შიდა ქართლის რეგიონში, ქალაქ გორში მდებარეობს უფლისციხის ისტორიული მუზეუმ- ნაკრძალი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმი, ი. ბ. სტალინის სახლ-მუზეუმი.

უფლისციხე კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. არსებობდა ძვ. წ. IV საუკუნეებში, მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით ათ კილომეტრში. 

ატენის სიონი ძველი ქართული საეკლესიო ხურორთმოძღვრების შესანიშნავი ნიმუში. აგებულია VII საუკუნის პირველ ნახევარში. იგი გორის რაიონში, მდ. ატენთან ახლოს, კლდეზეა აღმართული. გეგმით ეს არის ცენტრალურ გუმბათოვანი ნაგებობა. რომელიც დიდწილად მცხეთის ჯვრის არქიტექტურულ სქემას იმეორებს. ტაძრის ფასადები შემკულია მდიდრული რელიეფებით. 

გორის ციხე ისტორიული ციხესიმაგრე გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე. ისტორიულ წყაროებში იგი პირველად XIII საუკუნეში მოიხსენიება.გორის ციხე მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენდა.საუკუნეთა მანძილზე ნაგებობა არაერთხელ გადააკეთეს და დღევანდელი სახე მან 1633 წლიდან მიიღო. 

ყინწვისის მონასტერი მდებარეობს ქარელის რაიონში, ანსამბლიდან შემორჩენილია წმიდა ნიკოლოზის სახელობის, XII საუკუნით დათარიღებული, ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი.ყინწვისის მონასტერი თავისი ულამაზესი ფრესკული მოხატულობით გამოირჩევა. 

სამთავისი-სამთავისის საეპისკოპოსო ტაძარი, ქართლში კასპის რაიონში მდებარეობს, ქართული ხურორთმოძღვრების ეს ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი ძეგლითაგანი, XI საუკუნეში აუგია სამთავნელ ეპისკოპოსს, ილარიონ ყანჩაელს, რომელიც მიხსენიებულია აღმოსავლეთ ფასადის ქტიტორულ წარწერაში. სამწუხაროდ სამთავისის ტაძარი დროთა განმავლობაში ძლიერ დაზიანდა, ყველაფერს ატყვია XIX საუკუნის დროინდელ შეკეთებათა კვალი. გვიანი პერიოდის მხატვრობის ფრაგმენტებია შემორჩენილი. 



სამკურნალო კურორტები 

სურამი მდებარეობს ხაშურის რაიონში, ზღვის დონიდან 900-1000 მეტრზე. კლიმატური ტიპის კურორტი, სულფიდური მინერალური წყლებით. 

ქვიშხეთი მდებარეობს ხაშურის რაიონში, ზღვის დონიდან 730 მეტრზე, კლიმატო-ბალნეოლოგიური კურორტების ტიპს განეკუთვნება, მდიდარია წყაროსა და მინერალური წყლებით. 

ბიისი კლიმატო- ბალნეოლოგიური კურორტი, მდებარეობს გორის რაიონში, მდ. თანის მარჯვენა სანაპიროზე,ატენის ხეობაში, ზღვის დონიდან 1080 მეტრზე, გამოირჩევა ლამაზი ლანდშაფტითა და უნიკალური სამკურნალო-მინერალური წყლით. 

ფელი მაღალი მთის კურორტი, მდეაბარეობს გორის რაიონში, ზღვის დონიდან 1250 მეტრზე.ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი - მაღალი მთის ჰავა. ეფექტურია ასთმის, სხვადასხვა ალერგიული, გულის დაავადებების, დაბალი არტერიული წნევის სამკურნალოდ. 

ხოვლე ბალნეოლოგიური კურორტი, ართროლოგიური სამედიცინო პროფილით, მდებარეობს კასპის რაიონში. ზღვის დონიდან 780 მეტრზე. 

რკონი მდებარეობს კასპის რაიონში, ზღვის დონიდან 950 მეტრზე, მაღალი ჰაერის გამო სასარგებლოა ბავშვებისა და მოზარდებისათვის. 

გარიყულა კასპის რაიონშია. ზღვის დონიდან 470 მეტრზე მდებარეობს, გარიყულას ჰაერი განსაკუთრებით სასარგებლოა ასთმით დაავადებულთათვის.

ჯავის მუნიციპალიტეტის სოფლები

აბანო (ჯავის მუნიციპალიტეტი)
დიდი გუფთა
დოდოთი (ჯავის მუნიციპალიტეტი)
დუოდონასტო
ჭელიათა

ხაშურის სოფლები


აგარები
ალექსანდრესწყარო
ალი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)
ახალსოფელი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)
ახალუბანი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)
ახალშენი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)
ბეღლეთი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)
ბიჯნისი
ბრილი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)
ბულბულისციხე
გომი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)
დამჩხრეულა
დიდი ბეკამი
დიდი თხინალა
დიდი სატივე
დიდი ფლევი
დიდი ყელეთი
დიდი ხავლეთი
დიდი ხალები
დუმაცხოვი
ვაყა

ზეკოტა
ზემო აძვისი
ზემო ბროლოსანი ზ გაგრძ.
ზემო ოსიაური
თაგვეთი
იმერლიანთკარი
კლდისწყარო (ალის საკრებულო)
კლდისწყარო (წაღვლის საკრებულო)
კრისხევი
მიწობი
მონასტერი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)
მცხეთისჯვარი
ნაბახტევი
ნადარბაზევი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)
ნაცარგორა (ხაშურის მუნიციპალიტეტი)
ოძისი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)
პატარა ბეკამი
პატარა თხინალა
პატარა სატივე
პატარა ფლევი
პატარა ყელეთი
პატარა ხალები
რბონა
რუსაანთუბანი
სავანისუბანი
სათივე
სარმანიშვილისკარი
სარტყელა ტ
ტაშისკარი
ტეზერი
ტიტვინისწყარო
ტკოცა
ურთხვა
უწლევი
ქემფერი
ქვემო ბროლოსანი
ქვემო ოსიაური
ქვიშხეთი
ქინძათი
ღართა
ღვრიაწყალი
ყიფიანთუბანი
ჩორჩანა
ცედანი
ცივწყარო (ხაშურის მუნიციპალიტეტი)
ცოცხნარა
ცხრამუხა
წაბლოვანა
წაღვლი
წეღვერი
წრომი
ხიდისყური (ხაშურის მუნიციპალიტეტი)
ხცისი